გაკვეთილის თემა | აკაკი წერეთლის “განთიადი“-ტექსტის გაცნობა |
პედაგოგის სახელი და გვარი | ქართული- იზოლდა ჩიტაძე გეოგრაფია-შორენა უსენაშვილი ისტ- ლარისა ქავთარაძე |
სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება | IX კლასი,საბაზო საფეხური ქართული ლიტერატურა, საქართველოს გეოგრაფია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები |
მოსწავლეთა პროფილი | ჩვეულებრივი კლასი - 38 |
სწავლის საშუალო დონე | |
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები |
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები | ქართ.IX.1. მოსწავლე ისმენს და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა თვალსაზრისს პრობლემურ საკითხზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: საუბრობს იმის შესახებ,თუ რაზე დააფიქრა ნაწარმოებმა; მსჯელობს პრობლემაზე,რომელიც დაინახა ნაწარმოებში; განმარტავს, რატომ ისიამოვნა / ვერ ისიამოვნა ნაწარმოების კითხვით. ქართ.IX.3 . მოსწავლე მსჯელობს ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე; შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: აღწერს ტექსტის კომპოზიციას. აღნიშნავს:რას წარმოადგენს ტექსტი, რა მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები გამოიყენება ტექსტში და რა მიზნით. ქართ.IX.4. მოსწავლე ამოიცნობს და იყენებს დისკუსიისა და კამათის ძირითად ენობრივ მახასიათებლებს; შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე: განსაზღვრავს ავტორის პოზიციას, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი ამბის/პრობლემის ინტერპრეტაციას; აფასებს ლირიკულ ნაწარმოებს სუბიექტურ აღქმასა და/ან მხატვრული ფასეულობების გააზრებაზე დაყრდნობით; აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან (მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმ ნაწარმოებში); ქართ .IX.9. მოსწავლე წერილობით გადმოსცემს საკუთარ თვალსაზრისს სადავო ან პრობლემურ საკითხებზე. შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლეს საკუთარი მოსაზრებების დასასაბუთებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები, მისთვის სასურველი ფორმით გადმოსცემს შესწავლილ ტექსტში ასახულ პრობლემებს. საქართველოს გეოგრაფიის მიზანი: გეოგრ.IX.1. მოსწავლე რუკებისა და სხვა გეოგრაფიული საშუალებების (ფოტოები,გრაფიკები,ცხრილები და სხვა) დახმარებით ახასიათებს ადგილს,მოვლენასა და პროცესებს; შედეგი მიღწეულია,თუ მოსწავლე: ფოტოების მიხედვით ააანალიზებს საქართველოს პეიზაჟებს, საკოორდინაციო ბადის გამოყენებით განსაზღვრავს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების,რეგიონებისა და ადმინისტრა- ციული ცენტრების მდებარეობას. ისტ. მიზანი:
|
თანმიმდევრობა | გაკვეთილს ვიწყებ გონებრივი იერიშის მეთოდით: აქტივობა 1 . კლასს მივმართავ კითხვით: გააიხსენონ, რა იციან მთაწმინდის შესახებ? მოსწავლეები იხსენებენ შესწავლილ საპროგრამო/არასაპროგრამო ნაწარმოებებს. მსჯელობენ, როგორ აისახა მთაწმინდა ქართულ პოეზიაში / გ.ტაბიძის„მთაწმინდის მთვარე“, ნ.ბარათაშვილის „ შემოღამება მთაწმინდაზე“. მოსწავლეთა ერთ ჯგუფს დავალებული აქვს ინტერნეტში მასალის მოძიება მთაწმინდის შესახებ. პრეზენტატორი გააცნობს კლასს მასალებს, წარმოუდგენს სლაიდ-შოუს (5 წთ) . "გეოგრაფები" პედაგოგის დახმარებით განსაზღვრავენ და აჩვენებენ რუკაზე მთაწმინდის მდებარეობას და მნიშვნელობას თბილისისათვის. აქტივობა 2. ვეკითხები - ვინ არიან დაკრძალული მთაწმინდაზე? მოსწავლეთა ერთი ჯგუფი ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს მთაწმინდაზე დაკრძალულ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა მოკლე ანოტაციას (5 წთ.)ათვალიერებენ მათს საფლავებს.„მივდივართ“ აკაკის საფლავთან. აქტივობა 3. "ლიტერატორთა" ჯგუფი აკეთებს პრეზენტირებას აკაკის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. კლასი იხსენებს იმ ნაწარმოებებს,რომლებიც შესწავლილი აქვთ წინა კლასებში. აქტივობა 4. მასწავლებელი აწვდის კლასს მოკლე ინფორმაციას მე-19 საუკუნის საქართველოს სოციალ-პოლიტიკური ვითარებისა და 60-იანელთა უდიდესი ღვაწლის შესახებ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. აქტივობა 5 . ვუბრუნდებით მთაწმინდის პანთეონს და ვაჩვენებთ დიმიტრი ყიფიანის საფლავს. ვუხსნი,რომ ამ საფლავს აკაკიმ უწოდა „საშვილიშვილო სამარე“ დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილ ლექსში „განთიადი“. აქტივობა 6. . მოსწავლეთა ჯგუფი გვაცნობს მასალებს დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ( 5 წთ) ვესაუბრები ლექსის დაწერის მიზეზებზე, მხატვრულად ვუკითხავ ლექსს. აქტივობა 7.. მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, წყვილებში კიდევ ერთხელ წაიკითხონ ლექსი და მოინიშნონ სტროფები ან ტაეპები, რომლებმაც მათზე განსაკუთრებული ზემოქმედება მოახდინა, მოკლედ ჩაიწერონ პირველი შთაბეჭდილებები. აქტივობა 8. ინდივიდუალურად საუბრობენ ლექსით მიღებულ შთაბეჭდილებებზე. აქტივობა 9. დავუსვამ შეკითხვას – რა განაპირობებს ლექსის მუსიკალობას? რა ხერხებითა და მხატვრული ფორმებით შეძლო ავტორმა მკითხველზე ზემოქმედების მოხდენა? მოსწავლეები ასახელებენ მხატვრულ ხერხებს: ეპითეტები, მეტაფორები, მიმართვები, გაპიროვნება, რითმები. აქტივობა 10. მოსწავლეები ისმენენ ამ ლექსის ტექსტზე შექმნილ რ. ლაღიძის სიმღერას კომპიუტერის საშუალებით,ვაჩვენებთ კადრებს დოკუმენტური ფილმიდან- აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა -ლეჩხუმში.აქვე ისმენენ აკაკის ხმის ჩანაწერს. აქტივობა 11. საშინაო წერითი დავალება – დაწერონ მცირე ესე – მათაწმინდა- მამულიშვილთა სავანე. |
შეფასება | მოსწავლეთა ცოდნის შეფასება ხდება შემდეგი რუბრიკით:
|
საკლასო მენეჯმენტი _ საგანმანათლებლო რესურსები | გაკვეთილი ტარდება კომპიუტერულ ლაბორატორიაში. საჭიროა 20 კომპიუტერი,ვიდეო აპარატურა,პროექტორი, მე-9 კლასის სახელმძღვანელოები,რვეულები,ფანქრები, კალმები...ინტერნეტი w ww.google.ge |
среда, 8 августа 2012 г.
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий